BG Frame გთავაზობთ მინისა და მინაპაკეტების შერჩევას, მომზადებას და მონტაჟს ალუმინის კარ-ფანჯრებისთვის, სლაიდებისთვის, ვიტრაჟებისთვის, ფასადებისთვის, მოაჯირებისთვის და შუშის გადახურვებისთვის.
მინის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, თბოიზოლაციისთვის, ხმის შემცირებისთვის და საბოლოო ვიზუალისთვის.

რას გთავაზობთ:
• მინაპაკეტები კარ-ფანჯრებისთვის
• ენერგოეფექტური მინა
• ლამინირებული მინა
• ნაწრთობი მინა
• მინა სლაიდებისთვის
• მინა ვიტრაჟებისა და ფასადებისთვის
• მინა შუშის გადახურვებისთვის
• მინა მინის მოაჯირებისთვის
ტექნიკური შერჩევა
მინისა და მინაპაკეტის შერჩევა ხდება კონკრეტული სისტემისა და ობიექტის მოთხოვნის მიხედვით. ვითვალისწინებთ კონსტრუქციის ტიპს, მინის ზომას, უსაფრთხოების მოთხოვნას, თერმულ მახასიათებლებს და დატვირთვებს.
პროექტის მიხედვით შესაძლებელია გათვალისწინდეს:
• მინის სისქე
• მინაპაკეტის ფორმულა
• ენერგოეფექტური მინა
• ნაწრთობი მინა
• ლამინირებული მინა
• არგონი მინაპაკეტში
• თბოიზოლაცია Ug / Uw მაჩვენებლებით
• ხმის იზოლაცია
• ქარის დატვირთვა და მინის ზომა
• უსაფრთხოების მოთხოვნები
კარ-ფანჯრებში, სლაიდებში, ფასადებში, გადახურვებსა და მოაჯირებში მინის ტიპი განსხვავებულად შეირჩევა. საბოლოო გადაწყვეტა დგინდება ობიექტის ზომების, მდებარეობის, გამოყენების ადგილის და ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით.
როდის რომელი მინა ჯობია
ენერგო მინა კარგი არჩევანია მაშინ, როცა მნიშვნელოვანია თბოიზოლაცია და კომფორტი. ნაწრთობი მინა გამოიყენება უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კარებში, სლაიდებში, გადახურვებში და მოაჯირებში. ლამინირებული მინა / ლამექსი გამოიყენება გადახურვებში და მაშინ, როცა საჭიროა დამატებითი უსაფრთხოება და მინის დამსხვრევის შემთხვევაში ფრაგმენტების შეკავება.
ფასის დასათვლელად რა გვჭირდება
ზომები ან ნახაზიფოტო ობიექტიდანლოკაციამინის ტიპიმინაპაკეტის ფორმულა თუ ცნობილიარაოდენობასართული და მისადგომობასასურველი ვადა
მინის ან მინაპაკეტის ფასის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ფოტო, სავარაუდო ზომები და ლოკაცია WhatsApp-ზე. ფასის მიღება WhatsApp-ზე
